Wednesday, February 6, 2013

წმინდანი--ექვთიმე ღვთისკაცი

ექვთიმე  თაყაიშვილის  150  წლისთავი
1. პროექტის  სახელწოდება
2. პროექტის  მთავარი  იდეა:
  • მოსწავლეები  უკეთესად  გაეცნობიან  ექვთიმე  თაყაიშვილის  მოღვაწეობას  და  გააცნობიერებენ  მის  მნიშვნელობას  ქართული  კულტურის  განვითარებისა  და  დაცვის  საქმეში.
  • მოძიებულ  მასალას თავს მოუყრიან  და  გააანალიზებენ  დიდი  ერისკაცის  ღვაწლს.
3. პროექტის  აქტუალობა:
  • ექვთიმე  თაყაიშვილის საიუბილეო  წლისთვის  დაგეგმილი  ღონისძიებების  გამართვა.
  • დიდი  საზოგადო  მოღვაწის მნიშვნელობის  გააზრება.
  • გაცნობიერება  იმისა,  რომ ქართული  კულტურის  დაცვა-გაფრთხილების  საჭიროება  ყველა  ეპოქაში  დგას.
4. პროექტის  მიზნები:
  • ერისკაცის  ცხოვრებისა  და  მოღვაწეობის  გაცნობა.
  • მისი  ღვაწლის  გააზრება.
  • კვლევის  უნარის  განვითარება.
  • მასალის  თავმოყრის,  დახარისხებისა  და გაანალიზების  უნარების  განვითარება.
  • პრეზენტაციის  უნარების  განვითარება.
  •  
5. მონაწილეთა  ასაკი:  შეუზღუდავი.

6. შეფასების  საგანი  და  პროცედურები:
შეფასდებიან  შემდეგი  კრიტერიმების  მიხედვით:  დავალების  მნიშვნელობისა და  აქტუალობის  გააზრება,  ჩართულობა, მასალის მოძიება, მოგროვება,  დახარისხება,  გაანალიზება.ენობრივი  ნორმების  დაცვა,  ნაშრომის  გამართულობა.  კრეატიულობა, ორიგინალურობა,  ჯგუფში  მუშაობა,  პრეზენტაციის  უნარი,  მსჯელობისა და  წერითი  უნარები.
7. პროექტის  ვადები,  ხანგრძლივობა:  20  დღე.

8. მოსალოდნელი  შედეგი/პროდუქტი,  რომელიც  უნდა  შეიქმნას:
  • რეფერატი.
  •  სტატიები.
  •   ფოტოგამოფენა.
  • პრეზენტაცია  სლაიდებით.
  • ელექტრონული  წიგნი 
  • ბლოგი
9. პროექტისთვის  საჭირო რესურსები:
ინტერნეტში  ჩართული  კოპიუტერი, საოფისე  პროგრამები,წიგნები  ბიბლიოთეკიდან.  თაბახის  ფურცლები,  ფლომასტერები,  კალმები,  ფორმატები....
10. პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):
აქტ. 1. მასწავლებლის  მიერ  მოსწავლეებისთვის იდეის  გაცნობა.
აქტ.2. ორგანიზაციული  საკითხი:
  • ჯგუფების  შექმნა.
  • ფუნქციების  განაწილება.
  • კონკრეტული  დავალებების  განსაზღვრა.
აქტ. 3. ჯგუფები  იწყებენ  მუშაობას:
  • მასალის  მოძიება,  თავმოყრა,  დახარისხება.
  • რეფერატის  შექმნა.
  • სტატიების დაწერა.
  • ფოტოგამოფენის  მოწყობა.
  • პრეზენტაციის  მომზადება Pouer point-ში.
  • საპრეზენტაციო  მასალის  წარდგენა  სასკოლო  საზოგადოების  წინაშე.
  • განხორციელებული  სამუშაოების  განთავსება  ბლოგზე.
11. საგანთშორისი  კავშირი:
ისტ-,  ისტორია,  ხელოვნება.

12. შესაბამისობა  სასწავლო  გეგმასთან:
მოსწავლეს  შეუძლია  სასწავლო  პროექტის  წარმოდგენა  აუდიტორიის  წინაშე.
მოსწავლეს  შეუძლია  თანაკლასელთა  მიერ  წარმოდგენილი  სასწავლო  პროექტების  კრიტიკულად  გაანალიზება  და  შეფასება.
მოსწავლეს  შეუძლია  სასწავლო  პროექტის  პრეზენტაციის  შესაბამისი  ხეხების  ამოცნობა  და  გამოყენება.
მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა  სტრატეგიის  გამოყენება  სასწავლო  პროექტის პრეზენტაციისათვის.
მოსწავლეს  შეუძლია  გამოკვლევის(მცირე  მოცულობის  სამეცნიერო  ნაშრომის)  დაწერა  წინასწარ  შერჩეულ  თემაზე.
მოსწავლეს  შეუძლია  რეფერატის  დაწერა  რამდენიმე  წყაროს  მიხედვით.

პროექტის  ხელმძღვანელი:  მანანა  ყოჩიაშვილი.
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: mkochiashvili@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: mkochiashvili150.blogspot.com

No comments:

Post a Comment