ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს სოფელ ლიხაურში,აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. მამა რუსეთის ჯარში მსახურობდა. ექვთიმეს დედა ნინო თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
ექვთიმე
მეტისმეტად მკვირცხლი და მოუსვენარი ყოფილა,რის გამოც 3 წლის ასაკში მარცხი შემთხვევია.
თავად ექვთიმე იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ,
სამი წლისა ხეზე გავსულვარ,
გადმოვვარდნილვარ და
მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ამ შემთხვევის გამო ექვთიმე მთელი ცხოვრება
ხელჯოხით დადიოდა, მაგრამ მაინც სწრაფი სიარული უყვარდა. ექვთიმეს
მშობლები მისი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალნენ,
რის გამოც ბავშვებზე ბებია, მამიდა,
უფროსი და და სიძე ზრუნავდნენ.
ექვთიმე
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს ის მოწაფეთა მომზადებით იღებდა
შემოსავალს. მან გიმნაზია ვერცხლის მედლით
დაამთავრა 1883 წელს. ექვთიმემ სწავლა პეტერბურგში განაგრძო. ამის შესახებ ის წერს: ,,მე იმთავითვე უსათუოდ
მინდოდა პეტერბურგის
უნივერსიტეტში შესვლა,
რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი…”.
1887 წელს პეტერბურგის
უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. როდესაც საუნვერსიტეტო კურსი დაამთავრა, დროებით პეტერბურგში დარჩა და კანდიტატის ხარისხი
მიიღო. ის 1887-94 წლებში თბილისის ქართულ
სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
1888 წელს ექვთიმე წერა-კითხვის გამავრცელბელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად
შეიყვანეს. მის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს
მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში.დიმიტრი ბაქრაძე
ისინი ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს და აბინავებდნენ მუზეუმში. ამის შესახებ ექვთიმე წერს: „საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე“.
1888 წელს ექვთიმემ
შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“.
პარხლის სახარება
ამას
მოჰყვა შატბერდული
„მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური
წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა
გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა
ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“.
ექვთიმემ ასევე აღმოაჩინა „ხელმწიფის კარის
გარიგების“ ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში იპოვა. მას ასევე გამოკვლეული
აქვს “აბდულმესიანის”,
“თამარიანის”, “ვისრამიანის”,
“ამირანდარეჯანიანის”, “როსტომიანის”, “ქილილა
და დამანას”,
“რუსუდანიანის”, “ომანიანის”,
თეიმურაზ I თხზულებათა,
თეიმურაზ ბატონიშვილის
რუსთველოლოგიური შენიშვნებისა
და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.
ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა „ვეფხისტყაოსნის“
ძველი ხელნაწერები. სულ 17 ხელნაწერი. საერთოდ
კი, 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები.
მათგან უძველესი იყო 1646 წლის,რომელიც მას ვიღაც კორინთელისგან შეუძენია, ასევე 1680 წელს მეფე გიორგი მე-11- ისთვის მისი მდივნის ხელით გადაწერილი
„ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი თავისი მოხატულობით
გამოირჩევა. ექვთიმე თაყაიშვილს დიდი როლი
მიუძღვის პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ გადარჩენაში. ეს წიგნი
სიუჟეტური მინიატურებით იყო დასათაურებული.
1892 წელს ექვთიმე
თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის
გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალევე თაყაიშვილის რედაქტორობით ნიკოლოზ ბარათაშვილის
თხზულებათა პირველი სრული კრებული გამოსცა
„წერა-კითხვის გამავრცელებელმა
საზოგადოებამ“.
ნიკოლოზ ბარათაშვილი
გიმნაზიაში ექვთიმე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. როდესაც დირექტორის
ადგილი გათავისუფლდა, ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღვანელობა
შესთავაზეს. 1894-1904 წლებში ის მეთაურობდა
თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას.
საზაფხულო არდადეგბის დროს ის აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. პროფესორი მიხეილ(მიხაკო) წერეთელი წერს ექვთიმეს
შესახებ: ,,ექვთიმე სპეციალობით
არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი,
არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე
მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს
მეცნიერებანი თვით
შეისწავლა. იგი იყო “მოხალისე”, “მოყვარული”, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს
წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ…
იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის
თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი
უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი
შრომის დროს“.
პროფესორი მიხეილ(მიხაკო)წერეთელი
თაყაიშვილის ნაშრომს ,,მასალები კავკასიის
არქეოლოგიისათვის” მაღალი
შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო
არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. ის 1911 წლის
28 მარტს აღნიშნული საზოგადოების დიდი
ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მისი თაოსნობით დაარსდა 1907 წელს საქართველოს
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება. 1921 წლამდე ამ საზოგადოების თავმჯდომარე იყო. მან ასევე დააარსა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო”
და „საქართველოს
სიძველენი”.
„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა
და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ
ამიტანა ფანატიკურმა
მისწრაფებამ, რაც
შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან
აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . .
. რამდენს ვცდილობდი,
რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავასწარი
. . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა
და გემო! . . რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ
კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება
. . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ
ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! – ექვთიმე
თაყაიშვილი“.
1918 წლის 21 მაისს
თბილისის უნივერსიტეტის
საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
1921 წლის 11 მარტს
მან საქართველოს პირველი რესპუბლიკის
ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლებთან ერთად
საქართველო დატოვა. თავდაპირველად
ის პარიზში დასახლდა,ხოლო 1922 წლიდან ლევილში.
მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით
ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა: ოქრო-ვერცხლის ხატები,ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის
დადიანისეული სასახლის
განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
განძი სულ 39 ყუთი იყო. მიუხედავად
იმისა, რომ განძის მესაკუთრედ,
ოფიციალურად, საქართველოს
მთავრობა ითვლებოდა,
ფაქტობრივად,
განძს
თაყაიშვილი მეურვეობდა. თვითონ ექვთიმე წერს:“თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო
და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი,
იმავე
დროს შეძლებისამებრ
ვმუშაობდი საქართველოს
ისტორია-არქეოლოგიაში,
საზოგადოდ
ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა
და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა
გამოქვეყნება და,
რაც
მთავარია, დაცვა.“ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს,მაგრამ
ექვთიმე მათ ამის უფლებას არ აძლევდა. მან
სასამართლოში მოიგო
საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის
ქვრივის, სამეგრელოს
უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. 1933
წელს ემიგრანტული მთავრობის
მაგივრად შეიქმნა „ქართული ოფისი”. ამიერიდან
განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული
თაყაიშვილი საფრანგეთის
მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. საფრანგეთმა
ხელნაწერები 1938 წელს დაუბრუნა მის წინანდელ პატრონს.
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
1945 წლის 11 აპრილს
დაბრუნდა თბილისში.იმავე წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული
პროფესორის წოდება.
1985
წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ
გადაიღო დოკუმენტური ფილმი.

ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. ამჟამად იგი მთაწმინდის
პანთეონშია გადასვენებული. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა
სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას სახელად “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი” უწოდა. ,,ექვთიმე
ღვთისკაცის” ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.
წმინდა ექვთიმე ღვთისკაციმოამზადა ნიკოლოზ ჯანაშვილმა
ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციაში
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ ანექციის შემდეგ 1921წლის მარტში ექვთიმე თაყაიშვილმა დატოვა საქართველო და თან წაიღო საქართველოს განძი: სულ 39 ყუთი, თვითონ ექვთიმეს ხელით ჩალაგებული ჩააბრეს მარსელის ბანკს. ლტოლვილმა ქართველებმა მამული შეიძინეს სოფელ ლევილში და ექვთიმემ და მისმა მეუღლე ნინომ იქირავეს ორი პატარა ოთახი. ის დროდადრო სწავლობდა ოქსფორდში. პარიზის მეცნიერულმა წრეებმა იგი აირჩიეს პარიზის „სააზიო საზოგადოების“ წევრად. ექვთიმე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა
უკიდურეს გაჭირვებაში. ამ დროს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება მოსულიყო და ურთიერთობა აღდგენილიყო საბჭოთა რუსეთთან. განძი გამოაცხადეს საქათველოს საკუთრებად და არა მენშევიკების საკუთრებად. ექვთიმემ მიიღო წერილი საბჭოთა ხელისუფლების რწმუნებულისგან,რომელიც წერდა; „...დღეს კი მე მინდა მოგმართოთ თქვენ,რათა შეასრულოთთქვენი დიადი მოქალაქეობრივი მოვალეობა;საქართველოში სიძველეთა სვე-ბედი საზღვარგარეთ თითქმის თქვენზეა დამოკიდებული,და ამისათვის მათი საქართველოში ხელუხლებლად დაბრუნება სწორედ თქვენს პირად მოვალეობას წარმოადგენს... მიუხედავად ასეთი შესაფერისი,საიმედო და კეთილსინდისიერი მეთვალყურისა,როგორც თქვენ ბრძანდებით,დღევანდელ მღელვარე ევროპაში გატანილ ქართულ სიძველეთა სვე-ბედი მცირე რამ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ამისათვის ყველაფრის,რაც თქვენ გაბარიათ,დაუყოვნებლივ ჩამოტანა საქართველოში,და თქვენი ჩამოსვლაც თქვენი პირდაპირი მოვალეობის გასაგრძელებლად უნივერსიტეტის დღემდე ცარიელ კათედრაზე-აუცილებელი და საჩქარო საქმეა“. მან დაარსა და თავჯდომარეც იყო „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი“ და აგრეთვე იყო სამეცნიერო პერიოდული გამოცემის „Georgica“_ს სარედაქციო საბჭოს წევრი. განძის ამბავი მთელმა ევროპამ გაიგო და მუზეუმებსა და კოლექციონერებს სურდათ მისი ხელში ჩაგდება,მაგრამ არ დაანებათ განზის თავგამოდებულმა მცველმა ექვთიმე თაყაიშვილმა და ამის თაობაზე სასამართლოში უჩივლა ნიკოლოზ დადიანის ქალიშვილმა სალომემ.ის მოითხოვდა განძის იმ ნაწილს რომელიც ეკუთვნოდა დადიანებს,მის მამასა დაძმას: „დიდ“ და „პატარა“ ნიკოს.ეს პროცესი შვიდი წელი გაგრძელდა. სალომე მარტო არ ყოფილა მას ბევრი წამქეზებელი ქართველი ჰყავდა რომელთაც სამშობლო გამოძალვისთვის სჭირდებოდათ.ეს პროცესი სალომემ წააგო. საბჭოთა კავშირის ცნობით შეიქმნა "ქართული ოფისი" ემიგრანტული მთავრობის ნაცვლად,მანამდე განძის მესაკუტრედ ითვლებოდა ემიგრანტული მთავრობა ამის შემდეგ საფრანგეტი გახდა განძის მფლობელი.განძი საფრთხეში იყო და თავგამოდებით იცავდა ექვთიმე. მან საქართველოში გააგზავნა წერილი განათლების პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან სადაც წერდა წასვილის დღიდან დღემდე გადახდენილ ამბებს და განაგრძობდა: „ახლა მდგომარეობა ძირიანად შეიცვალა,ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული.მე აღარ მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვისა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო.ნებაც რომ მქონდეს,ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას.მოვხუცდი,ფეხიც დამიშავდა,ძლივს დავდივარ. დღეს ვარ,ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება,თუ ეს ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება.თქვენ უწყით თუ რა წილი მიდევს მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს ვერ დავმშვიდდები,მანამ ეს ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდება“.მან საფრანგეთის მთავრობას მოხსენება შეუდგინა,რომელშიც ახსნილია ყველა გარემოება ამ ნივთებისა. და სთხოვა პროფესორ ვუკოლს რომ თავის მოხსენებაზე დაურთონ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმა და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან,რომ მათ დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი ნივთები. მან აგრეთვე აცნობა საქართველოს რომ „შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს,რასაკვირველია,მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ. სამაგიეროდ ბევრს,ერთობ ბევრ ნივთებს მიიღებთ,რომელნიც წინათ არ ეკუთვნოდნენ მუზეუმებს“. 1935 წლის
10 აპრილს ექვთიმემ მიიღო მენშევიკ ლიდერთაგან დადგენილება,რომელშიც ეწერა: „ბატონი თაყაიშვილი აქ ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოს მუზეუმების,ნდობით აგჭურვილს,მას მიანდეს მუზეუმებმა ზრუნვა ამ ქონებაზე... ამიტომ ბატონ ექვთიმეთაყაიშვილს აქვს უფლება ჩაერიოს ამ საქმეში დამიიღოს ის ზომები,რომელსაც საჭიროდ ჩათვლის ამ ქონების დასაცავად,ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებშითვითონ იქნება სრული პასუხისმგებელი აღნიშნულ ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე“.ამის შემდეგ უფრო გაბედულად მოქმედებდა ექვთიმე.საფრანგეთის მთავრობას აცნობდა განძის წარმომავლობას დ თავგადასავალს და მნიშვნელობას. მათ არწმუნებდა რომ განძი ეკუთვნის საქართველოს მუზეუმებს და არა მენშევიკურ მთავრობას. საფრანგეთის მთავრობა დუმილით პასუხობდა მხოლოდ საქარტველოსგან მიირო ქერილი სადაც მას უკვე მესამედ სთავაზობდნენ სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ ის ასე პასუხობდა: „მთავარი ჩემი დაბრუნება კი არ არის,არამედ ერთადერთი ჩემი მიზანი ახლა ის არის.რომ ეს ნივთები უკლებლივ ჩაგაბაროთ და ჩემი მისია გათავებული იქნება,მე კი სადაც არ უნდა ვიყო,სულით და გულით თქვენთან ვარ;მანდაც ვიღას გამოვადგები,დავბერდი თქვენთვის ზედმეტი ბარგი ვიქნები...“ექვთიმე ავადმყოფობდა,შიმშილობდა,ფეხის ტკივილი გაურთულდა, მაგრამ ბოსტანს მაინც ამუშავებდა.გულს არ იტეხდა იმ იმედით რომ ჰიტლერი სტალინთან ომში დამარცხდებოდა და ასეც მოხდა,თვითონ გადარჩა და სასწაული იყო განზის გადარჩენა ჰიტლერული ოკუპაციის დროს.გერმანიამ ამ დროისთვის უკვე იცოდა განძის შესახებ,თუმცა ექვთიმემ მოასწრო განძის ბანკიდან გამოტანა პიერ ჟორდონის დახმარებით და ნაშალი ბათქაშით დაფარა.შესაძლებელია ჟორდონი საფრანგეთისთვის ზრუნავდა,მაგრამ მთავარი იყო განძის გადარჩენა დამპყრობელთა ხელყოფისგან.
1945
წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი დაბრუნდა საქართველოში და მართოლარე ხმით თქვა „ახლა შემიძლია ვთქვა,რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე“.
ნინო ბოლოთაშვილი
ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში
ექვთიმე თაყაიშვილმა 1910 წელს არქეოლოგიური ექსპედიცია ჩაატარა ლეჩხუმ-სვანეთში. ექსპედიციის მიზანი იყო ლეჩხუმის რამდემიმე ეკლესიის, სვანეთის ყველა ეკლესიის აღწერა, ისტორიული და ეთნოგრაფიული ნივთების, მასალების შეკრება „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმისათვის“.
ამ მოგზარობის დროს მოიპოვა ადიშის სახარება. ექვთიმემ ბევრი სამუზეუმო ნივთები შეაგროვა, ზოგი შემოწირულობით მიიღო, ზოგიც შეიძინა.
ექვთიმე თაყაიშვილს ხელი შეუწყეს და დაეხმარნენ მუშაობისა და მოგზაურობის დროს ლეჩხუმის „ბლაგოჩინი“ მარგიანი ლეჩხუმში, სოფელ ეწერში მისვლისას ოთარ დადეშკელიანმა გადასცა რამდენიმე ხელნაწერი. ასევე დიდი პატივი სცეს ლევან დადეშკელიანმა და მისმა ძმამ ჯანსუყიმ.
ექვთიმე იხსენებს, რომ იშხანში ფრესკულ წარწერას ალბათ ვერავინ შეამჩნევდა, ექსპედიციაში მზეს ალმაცერად რომ არ შეეხედა ტაძარში და თაყაიშვილს თითებით რომ არ ეჩვენებინა ასოები.
ევროპაში ის არა მარტო უფრთხილდებოდა, არამედ ეძიებდა ქარტულ სიძველეებს,ი ქ ნახა გიორგი ორბელიანის რამდენიმე ხატი და ნიკო ჭავჭავაძის ნაქონი ნივთები.
ექვთიმე თაყაიშვილს ხშირად ეკითხებოდნენ პეტერბურგის უნივერსიტეტში დასპეციალდი საეკლესიო ნივთებისა და ხელმაწერებისშესწავლაზეო? მაგრამ იქ პედაგოგად ემზადებოდა და თბილისშიც მასწავლებლად მუშაობდა. ხელოვნებას და ძეგლებს კი მას მერე მოკიდა ხელი, როდესაც მიხვდა, რომ ისინი ნელ-ნელა ხელიდან გვეცლებოდნენ და შემსწავლელი კი აღარავინ ჩანდა.
ექვთიმეს გული დასწყდა, რომ როდესაც კონსტანტინე გამსახურდიამ სთხოვა, არქეოლოგიის კათედრაზე აეყვანა სამუშაოდ, ეგ საქმე არ მოეწყო, რადგან ევროპაში წავიდა, თორემ სიამოვნებით აიყვანდა.
თაყაიშვილი კოლა ოლთისში მოგზაურობას იხსენებს თავის ჩანაწერებში: „ კოლა-ოლთისში რომ ვმოგზაურობდი, სოლომონის მღვიმე-ეკლესიაზე ძალიან ძნელი ასასვლელი იყო და მესხებმა ამიყვანეს ხელით ეს კოჭლი კაცი... ჩემს შემდეგ საფეხურები ამოუჭრიათ და მიუდგომელი ადგილი ყველასათვის ბრალიანისათვის თუ უბრალოსთვის ხელმისაწვდომელი გამხდარა. ყველას დაუწყვია სიარული და ბევრი რამ გაუფუჭებიათ კიდეც. ასე რომ გზის გაადვილება ხშირად ვნებს კიდევაც საქმეს.“
პარხლის ოთხთავი გადაწერილია შატბერდში 973 წელს ანდერძ-მინაწერების მიხედვით იოანე ბერას მიერ. ის ეკლესიიდან ოსმალებს წაუღიათ და ვახტანგ მეფის სიძეს, ანუკა ბატონიშვილის მეუღლეს, ვახუშტი აბაშიძეს გამოუხსნია. აბაშიძეებს ძვირფასი ოთხთავი დაუდვიათ ბულბულის ციხის პატარა საყდარში, შემდეგ კი ხელნაწერი ისევ აბაშიძეთა ოჯახში ინახებოდა დაცვის მიზნით. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც აბაშიძეთა შორეული შთამომავლები გარდაცვლილან, მათ მემკვიდრეებს საეკლესიო ნივთები ჩაუბარებიათ მღვდელ სუხიაშვილისთვის, რომელსაც
ის სოფელ ზემო ჭალაში გადაუტანია.
ექვთიმე თაყაიშვილი 1889 წელს სურამში იმყოფებოდა, საიდანაც ის დადიოდა ახლომახლო ეკლესიების დასათვალიერებლად და ხელნაწერების შესახებ ცნობების შესაკრეფად და ასე მოხვედრილა ზემო ჭალაში. ასე მოხვედრილა ის ზემო ჭალაში. აქ უნახავს პარხლის ოთხთავი. მაბ ეს ხელნაჭერი აღწერა და მის შესახებ პირველი ცნობები გამოაქვეყნა 1890 წელს თავის ცნობილ გამოკვლევაში „სამი ისტორიული ხრონიკა“. 1894 წელს ექვთიმე კვლავ ეწვია ზემოჭალას. ამ დროს იქნა გადაღებული ხელნაწერის ფოტოები და მისი დაწვრილებით აღწერა.
მღვდელი სუხიაშვილი რომ გარდაიცვალა, ვისაც ხელი მიუწვდებოდა საეკლესიო ნივთებზე, ხელნაწერი გადამალა გასაყიდად. ოთხთავს უშდეგოდ ეძებდნენ.
1922
წელს ეს ხელნაწერი შეუძლევიათ შესაძენად გერმანიის კინსულისთვის თბილისში. კონსულს ხელნაჭერის ღირებულების დასადგენად იგი მიუტანია თბილისის უნივერსიტეტის მუზეუმში. იმ დროს შემთხვევით იქ იმყოფებოდნენ პროფესორები კორნელი კეკელიძე და აკაკი შანიძე, რომლებმაც იცნეს პარხლის ოთხთავი და განუმარტეს კონსულს, რომ თვითონც ეძებდნენ სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილ ამ ცნობილ ძეგლს და კონსულმა ხელნაწერი უნივერსიტეტში დატოვა. რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი, მეცნიერები ვერ იცნობდნენ ამ ხელნაწერს და საქართველოს დაეკარგებოდა ეს ოთხთავი.
ექვთიმე თაყაიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული სიძველეების შენარჩუნებაში. მან მთელი სიცოხლე ამ საქმეს შესწირა. რთული გზისა და დიდი გაჭირვების მიუხედავად, სამშობლოსთვის არ უღალატია. მან წმინდანის ცხოვრებით იცხოვრა. ექვთიმე თაყაიშვილი ყველა ქართველის სიამაყეა.
თამარ ჭიღიტაშვილი

No comments:
Post a Comment